Belive

იოზილი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატია

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

თურქულ მედაიში აქტიურად იწერება, რომ რეალისა და არსენალის ყოფილი ვარსკვლავი, მესუთ იოზილი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.

კარიერის დასრულების შემდეგ, იოზილმა აქტიურად მიჰყო ხელი პოლიტიკას და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველ პარტიაში სერიოზული გავლენები მოიპოვა. მედიაში აქტიურად იწერება, რომ მისი შესაძლო გაპრეზიდენტება პირდაპირ კავშირშია მის ხმამაღალ პოზიციასთან.

იოზილს აღარ სურს, რომ გერმანიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ეთნიკურმა თურქებმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისური მოირგონ.

თავად იოზილი გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, თურქი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. სპორტული თვალსაზრისით, მან გერმანია აირჩია, სადაც უდიდეს მწვერვალებს მიაღწია. 2014 წელს „ბუნდესნაკრებთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ხუთჯერ დასახელდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. თუმცა, მიუხედავად გერმანული პასპორტისა და მოედანზე გაღებული მაქსიმუმისა, ის ყოველთვის თურქად რჩებოდა, სახლში თურქულად საუბრობდა და საკუთარ ფესვებს არასდროს ივიწყებდა.

პირადი ტრამვისა და რასიზმის გამო, იოზილის დღევანდელი რადიკალური პოზიცია ბევრისთვის სიურპრიზი არ არის. მას მიაჩნია, რომ გერმანულმა სისტემამ ის და ბევრი მისიანი უბრალოდ გამოიყენა.

შესაბამისად, თურქეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მისი სავარაუდო მოსვლა ნიშნავს ახალ ერას, სადაც თურქეთი კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყებს გერმანიაში მცხოვრები ნიჭიერი თურქი ბავშვების შენარჩუნებას და მათ ისტორიული სამშობლოს დროშის ქვეშ თამაშს აიძულებს. იოზილს სურს, რომ გერმანიაში თურქული გენის მქონე არცერთი ვარსკვლავი აღარ გახდეს ახალი „მესუთ იოზილი“ გერმანიის ფორმით.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ახლა შაფაქ მიუდერისგილი იკავებს, რომლის მიმართაც კრიტიკის ქარცეცხლი არ წყდება მას შემდეგ, რაც თურქეთმა მუნდიალი ჩააგდო და ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა.

სხვა სტატიები