Belive

რონალდუ მერვეა - მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო ტრანსფერები FourFourTwo-ს ვერსიით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული გამოცემის, FourFourTwo-ს ვერსიით, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ისტორიაში საუკეთესო ბრაიან რობსონის ტრანსფერია, რომელიც ,,წითელმა ეშმაკებმა'' 1981 წელს ,,ვესტ ბრომვიჩიდან'' გაიფორმეს:

,,მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც ,,კაპიტანი მარველი'' შეარქვეს, გუნდის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ იყო დასახელებული.

1981 წლის ოქტომბერში იუნაიტედმა ვესტ ბრომვიჩს რობსონის სანაცვლოდ იმდროისთვის რეკორდული, 1.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა, მომდევნო წელსვე ბრაიანი გუნდის კაპიტანი გახდა და სამკლაურს 1994 წლამდე ატარებდა.

რობსონმა ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 465 მატჩში 100 გოლი გაიტანა და პრემიერლიგა (ორჯერ), ინგლისის თასი, ლიგის თასი და უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო.'' - წერს FourFourTwo

Top ათეულში არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, მათ შორის დენის ლოუ, ერიკ კანტონა, უეინ რუნი და როი კინი მოხვდნენ.

მერვე ადგილს იკავებს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის სანაცვლოდაც ,,იუნაიტედმა'' ,,სპორტინგს'' 2004 წელს 12 მილიონ ფუნტამდე გადაუხადა, 2008 წელს კი პორტუგალიელმა პირველი ,,ოქროს ბურთი'' მოიპოვა.

Top 10 ტრანსფერი ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ისტორიაში:

  1. ბრაიან რობსონი - ვესტ ბრომვიჩიდან 1981 წელს

  2. დენის ლოუ - ტორინოდან 1962 წელს

  3. ერიკ კანტონა - ლიდსიდან 1992 წელს

  4. უეინ რუნი - ევერტონიდან 2004 წელს

  5. პეტერ შმეიხელი - ბრონდბიუდან 1991 წელს

  6. როი კინი - ნოტინგემიდან 1993 წელს

  7. რიო ფერდინანდი - ლიდსიდან 2002 წელს

  8. კრიშტიანუ რონალდუ - სპორტინგიდან 2003 წელს

  9. რუდ ვან ნისტელროი - პსვ-დან 2001 წელს

  10. დენის ირვინი - ოლდჰემიდან 1990 წელს

სხვა სტატიები