რონალდუ: "მბაპემ თავდამსხმელად თამაში არ იცის"
კრიშტიანუ რონალდუს თქმით, კილიან მბაპემ თავდამსხმელად თამაში არ იცის. როგორც პოტუგალიელი ამბობს, მბაპეს ცხრიანზე თამაში ჯერ კიდევ სასწავლი აქვს.
მბაპემ არ იცის ცენტრალურ თავდამსხმელად როგორ ითამაშოს. ჩემი აზრია, რომ არ იცის. მისი პოზიცია არაა. კვლავ რეალში რომ ვთამაშობდე, ვასწავლიდი. თავად მეც არ ვიყავი ცენტრალური თავდამსხმელი. მბაპე ძალიან მაგონებს ჩემს თავს. მეც გარემარბი ვიყავი, რომელიც ცენტრფორვარდად გარდაიქმნა. მან ყველაფერი საკუთარი სტილით უნდა გააკეთოს და არ უნდა გახდეს ტიპური თავდამსხმელი, რომელიც საჯარიმოში დაბანაკდება და ჩაწოდებებს ელოდება. - განაცხადა კრიშტიანუმ
🎙️ Cristiano Ronaldo on Kylian Mbappé's fruition from a winger to a striker:
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) July 30, 2026
🗣️ Ronaldo: "Mbappé doesn't know how to play striker. My opinion is that he doesn't know. It's not his position.
If I was still at Madrid I'd teach him how to play as a No.9 because I wasn't a striker… pic.twitter.com/dUwP4FB2Bp
ციფრები ოდნავ განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: მბაპეს კარიერაში გატანილი 300-ზე მეტი გოლიდან 150-ზე მეტი სწორედ ცენტრალური თავდამსხმელის (No.9) პოზიციაზე აქვს გატანილი. პსჟ-ში ჩატარებულ ბოლო სეზონში მან ცენტრფორვარდად 30-ზე მეტ მატჩში ითამაშა და საშუალოდ თამაშში 1.0-ზე მეტი გოლის გატანის მაჩვენებელი დააფიქსირა.