Belive

რონალდუ: ,,ფელიქსისთვის არაბეთში გადმოსვლა უფრო კარგი ვარიანტი იყო, ვიდრე - პორტუგალიაში''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რიუ ავესთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრის ახალწვეულზე, ჟოაო ფელიქსზე ისაუბრა:

,,ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ვარჯიში და ფორმაში ჩადგომაა. გვსურს, კარგად მოვემზადოთ პირველი ოფიციალური მატჩისთვის, რომელიც 19 აგვისტოს, ჰონგ-კონგში გველის. კმაყოფილი ვარ, რადგან პრესეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს.

მოსტაცა თუ არა ალ ნასრმა ფელიქსი ბენფიკას? ეს ცუდი ფორმულირებაა... ჟოაოს ყველა იცნობს, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. საუდის არაბეთის ლიგას, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანია, მისი გადმოსვლა კიდევ უფრო დაეხმარება. ვფიქრობ, არაბეთში თამაში მისთვის პორტუგალიაში გადასვლაზე უკეთესი ვარიანტი იყო. უბრალოდ, შეხედეთ აქ მოთამაშე ვარსკვლავების რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ეს მისი მხრიდან ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო.'' - კრიშტიანუ რონალდუ

ალ ნასრმა ჩელსის ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა. პორტუგალიელმა კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სხვა სტატიები