რონალდუ: "ალბათ, ბოლო სეზონია - სიცარიელეს სხვა რამით შევივსებ"
41 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თავის რჩეულზე 11 აგვისტოს, პორტუგალიაში მდებარე სახლში, მათი პირველი შეხვედრიდან 10 წლის იუბილეზე იქორწინა და დახურული ცერემონიის დეტალებზე ჟურნალ Vogue-თან ისაუბრა.
ინტერვიუს მსვლელობისას რონალდუმ შოკისმომგვრელი განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დიდი ფეხბურთიდან წასვლას გეგმავს.
ეს, ალბათ, ჩემი ბოლო წელია ფეხბურთში და მინდა, შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დავტოვო.
ჩემი მომავალი უკვე დაგეგმილი მაქვს. იმდენი საქმე მელოდება, რომ მხოლოდ ერთის დასახელება გამიჭირდება. რადგან ფეხბურთიდან წასვლამ, შესაძლოა, დიდი სიცარიელე დატოვოს, დრო სხვადასხვა მიმართულებით უნდა შეივსოს.
მინდა მეტი გავერთო, მეტი ვიმოგზაურო, ვუყურო და ვითამაშო პადელი, რაც ძალიან მიყვარს. უბრალოდ ტკბობა გავაგრძელო იმით, რაც დავიმსახურე. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო 25-წლიანი გზა უამრავი მსხვერპლით - განაცხადა რონალდუმ
აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრების მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩანდა, რომ რონალდუმ მუნდიალს საბოლოოდ დაემშვიდობა. თუმცა, რადგან 2030 წლის ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი მისი სამშობლოა, 45 წლის ასაკში მისი საბოლოო აკორდი სრულიად გამორიცხული მაინც არ გახლდათ.
Cristiano Ronaldo has admitted this is "probably his last year of football" as he detailed his thoughts on retirement in an interview with Vogue 🗣️ pic.twitter.com/l5yNYFDND3
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 16, 2026