"რონალდუმ თავისი ადგილი უნდა იცოდეს!" - არაბი ჟურნალისტი
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრზე განაწყენებულია. პროტესტის ნიშნად პორტუგალიელმა ჯერ შეხვედრა გამოტოვა და შემდეგ ვარჯიშზეც არ მივიდა.
ამის შესახებ, კრიშტიანუმ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ასეთი სიტყვები უთხრა ერთ-ერთმა არაბმა ჟურნალისტმა რონალდუს:
რონალდუმ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ეს საუდის არაბეთია და არა რონალდუს არაბეთი. ის აქ თანამშრომელია და უზარმაზარ ხელფასს იღებს, რაც ევროპაში არასდროს ჰქონია. მან ლიგას პატივი უნდა სცეს ან წავიდეს. - განაცხადა ვალიდ ალ ფარაჯმა
🚨🗣️Walid Al-Faraj (Saudi Sports Journalist) :
— 𝐂𝐀 𝐕𝐀?🐐🐐 (@psg_chief) February 3, 2026
"Ronaldo has to know his place. This is Saudi Arabia not Ronaldo Arabia. He is an employee here earning a huge salary that he never had in Europe. He has to respect the league or leave” pic.twitter.com/Xu5PEwvlRn
საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის პრეზიდენტსა და შტაბის წევრებს შეხვდა და მოსთხოვა, კლუბმა ზამთარში მნიშვნელოვანი ტრანსფერები გააკეთოს. მათი მთავარი კონკურენტი ალ ჰილალი შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს და იმისათვის, რომ ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება შეძლონ, ტრანსფერები მოითხოვა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობისგან მან უარი კიდევ ერთხელ მიიღო.