Belive

რონალდინიო: "ხალხი YouTube-ზე დღემდე უყურებს ჩემს მომენტებს"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, მის მიმართ ხალხის სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ჯილდო, რაც საფეხბურთო მოედანზე მოუპოვებია, სწორედ ესაა.

მიხარია, რომ ხალხს სიამოვნებდა ჩემი თამაშის ყურება და ეს ყველაფერი არაა. ვიცი, რომ ისინი კვლავ შედიან YouTube-ზე ჩემი მომენტებისა და 'ფინტების' სანახავად. უდიდესი ჯილდო, რაც საფეხბურთო მოედანზე მომიპოვებია, სწორედ ეს დიდი სიყვარულია.

მინდორზე ყოველთვის გასართობად გავდიოდი და როგორც ჩანს, ხალხსაც გადავცემდი საკუთარ ბედნიერებას - მადლობელი ვარ მათი იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ვიღებდი იმ პერიოდისთვის და იმისთვისაც, რომ ეს ემოცია დღემდე არ შენელებიათ. - განაცხადა რონალდინიომ

ბრაზილიელმა კარიერა 2015 წელს დაასრულა. მას უთამაშია გრემიოში, პსჟ-ში, ბარსელონაში, მილანში, ატლეტიკო მინეიროში, კერეტაროსა და ფლუმინენსეში. რონალდინიოს საფეხბურთო პიკი ბარსელონაში იყო, როცა მან გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თავად კი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

სხვა სტატიები