"რეალ მადრიდი ფერან ტორესის შეძენითაა დაინტერესებული" - L'Équipe
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ფეხბურთელის ფერან ტორესის ტრანსფერზე მუშაობას რეალ მადრიდიც იწყებს, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipe ავრცელებს, წყაროს ცნობით მადრიდული კლუბი მას ყურადღებით აკვირდება.
რეალ მადრიდს ტორესის ყიდვა გაუჭირდება, რადგან პსჟ მის შეძენას დიდი ხანია ცდილობს და ფრანგული კლუბი ამ ტრანსფერის ხელიდან გაშვებას არ აპირებს. 26 წლის შემტევი დიდი ალბათობით კატალონიურ კლუბს დატოვებს, რადგან მისი წასვლის ამბავი ესპანური კლუბიდან დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.
ამჟამად transfermarkt-ის მიხედვით ფერან ტორესის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა, ბარსელონასთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Le PSG ne lâche pas le buteur de la finale de la Coupe du monde Ferran Torres ➡️ https://t.co/yUQK9ETnYd pic.twitter.com/ITcsVwauAO
— L'Équipe (@lequipe) July 20, 2026
ფერან ტორესი ბარსელონაში 2022 წლიდან ასპარეზობს, ამ დროის განმავლობაში მან 207 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 65 გოლი, 23 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კატალონიურ კლუბთან ერთად ტორესი 3-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე 3-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ მოიგო ესპანეთის თასი.