Belive

რომერო ტოტენჰემს 100%-ით დატოვებს - ბარსელონა და ინტერი ტრანსფერზე მუშაობენ

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტოტენჰემის ვიცე-კაპიტანი და ლიდერი კრისტიან რომერო ამ ზაფხულს ლონდონურ კლუბს 100%-ით დატოვებს.

არგენტინელი ცენტრალური მცველის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს მილანის ინტერი. თავის მხრივ, ფეხბურთელს ვარიანტად განიხილავს კატალონიის ბარსელონაც, თუმცა მათი მხრიდან ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ გუნდს არსებული ცენტრალური მცველებიდან ვინმე დატოვებს. მილანელებისა და კატალონიელების გარდა, რომეროს სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან ატლეტიკო და პსჟ-ც, რომლებიც დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

26 წლის არგენტინელი ტოტენჰემში 2021 წლის ზაფხულში (თავდაპირველად იჯარით, შემდეგ კი გამოსყიდვით) ატალანტადან გადავიდა და უკვე მეხუთე სეზონს ატარებს ჩრდილოეთ ლონდონში. ამ ხნის განმავლობაში მან „დეზების“ მაისურით 130-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და მცველისთვის საკმაოდ სოლიდურ 8 გოლს მოუყარა თავი. რომერო გუნდის დაცვის უპირობო ლიდერი, აგრესიული სათამაშო სტილის სიმბოლო და ვიცე-კაპიტანი გახდა (სონის არყოფნაში მოედანზე გუნდს კაპიტნის სამკლავურითაც ხშირად გაუძღვა).

მიუხედავად იმისა, რომ რომერო ლონდონელთა საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მას ტოტენჰემთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული (ევროპის ლიგა 2025 წელს).

გუნდის ხანგრძლივი სატიტულო პაუზის გამო, მისი მთავარი წარმატებები ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება (მსოფლიო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა). სწორედ საკლუბო დონეზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის სურვილია მთავარი მიზეზი, რის გამოც არგენტინელი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლას გეგმავს.

სხვა სტატიები