Belive

ოფიციალურად: ფერან ტორესი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა გამოაცხადა, რომ ფერან ტორესის ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა. ესპანელმა მსოფლიო ჩემპიონმა პარიზულ კლუბთან 2031 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ეს გარიგება, თითქმის, 50 მილიონი ევრო დაჯდა.

2000 წლის 29 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ფოიოსში დაბადებულმა ტორესმა ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ფუტსალით გადადგა, 7 წლის ასაკში კი ვალენსიას აკადემიას შეუერთდა. ღამურების აკადემიის აღზრდილი 2017 წლის 16 დეკემბერს, ეიბარის წინააღმდეგ მატჩში, გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა.

ვალენსიაში ჩატარებული ბრწყინვალვე მატჩების შემდეგ მაინ პეპ გვარდიოლას ყურადღება მიიპყრო და მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა, 2021 წლის ზამთრიდან კი ბარსელონაში თამაშობდა. ფერან ტორესი, ახლახან დასრულებუული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირი გახდა. საჩემპიონო გოლი სწორედ მან გაუტანა არგენტინას.

სხვა სტატიები