Belive

რომერო, შერკი და სხვები - ევროპა ლიგამ საუკეთესოები დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის ცენტრალური მცველი, არგენტინელი კრისტიან რომერო, ევროპა ლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლონდონური კლუბის ჩემპიონობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა და აღსანიშნავია, რომ ფინალში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგაც, საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიონის შემტევი, რაიან შერკი გახდა. ცნობილია, რომ შერკი ამ ზაფხულს ლიონს დატოვებს. ევროპა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: პედრო პორო, კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), რობინ კოხი (აინტრახტი), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი (ბოდო/გლიმტი)

ნახევარმცველები: პატრიკ ბერგი (ბოდო/გლიმტი), ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: რაიან შერკი (ლიონი), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი), ნიკო უილიამსი (ბილბაო)

სხვა სტატიები