Belive

რაიან შერკი მანჩესტერ სიტის ტრანსფერების სიაშია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიან შერკი "სიტის" რადარზე გამოჩნდა. "ქალაქელების" სატრანსფერო სიაში ფრანგი მოწინავე პოზიციას იკავებს. რომანოზე დაყრდნობით, შერკი ლიონს დატოვებს და პირობებთან დაკავშირებით სიტი უკვე ინფორმირებულია.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდი მორგან გიბს-უაითის, ტიჯანი რეინდერსის და ფლორიან ვირცის ტრანსფერზეც მუშაობს.

მიმდინარე სეზონი მანჩესტერ სიტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. "ქალაქელებმა" წელი უტიტულოდ დაასრულეს და შიდა ჩემპიონატში მე-3 ადგილს დასჯერდნენ.

სხვა სტატიები