როი კინმა პაოლო მალდინისა და ლეონარდოს შეუტია
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა, პაოლო მალდინისა და ლეონარდოს შეუტია. მას შემდეგ, რაც იტალიის ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელის საკითხი ვერ გადაწყდა და "ნერაძურიმ" პირლო ვერ გაიფორმა, მალიდნიმ და ლეონარდომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვეს. ამ საკითხზე კი როი კინმა ისაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ეს ბავშვური საქციელი იყო, რომელიც არ მომეწონა. პროექტი მხოლოდ იმის გამო არ უნდა დატოვო, რომ შენთვის სასურველი მწვრთნელი არ დაინიშნა. ფეხბურთი ასე არ მუშაობს.
ხალხი მუდმივად ლოიალობასა და პრინციპებზე საუბრობს. კარგია, როდესაც საკუთარი აზრი გაქვს და პრინციპების დაცვა შეგიძლია, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შენი მოვალეობაა, საქმე გააგრძელო. სწორედ ასე იქცევიან ნამდვილი ლიდერები. ისინი მხოლოდ იმის გამო არ ტოვებენ ყველაფერს, რომ მოვლენები მათი სურვილისამებრ არ განვითარდა.
მალდინი და ლეონარდო ფეხბურთის ლეგენდები არიან და ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე რეპუტაციასა და პასუხისმგებლობას ეხება. იტალია წლების განმავლობაში განცდილი იმედგაცრუების ფონზე, ძალების აღდგენასა და გაძლიერებას ცდილობს. ნაკრებს ისეთი ადამიანები ჭირდება, რომლებსაც ფეხბურთში დიდი გამოცდილება აქვთ და გუნდისთვის სტაბილურობის მოტანა შეუძლიათ. ასეთი მიზეზის გამო პროექტის დატოვება კი, ყველა ადამიანისთვის, არასწორ სიგნალს აგზავნის. - განცხადა როი კინმა
🔥🚨 Roy Keane durissimo su Maldini, Leonardo e il caos Italia: "Non mi è piaciuto per niente. Per me, è stato un comportamento infantile, non lasci un progetto solo perché non hai ottenuto il tuo allenatore preferito. Il calcio non funziona così.
— calciomercato.it (@calciomercatoit) July 28, 2026
La gente continua a parlare di… pic.twitter.com/FnEf2UwIzr
იტალიის ნაკრების ახალი ტექნიკური დირექტორი კლაუდიო რანიერი იქნება, მთავარი მწვრთნელი კი რობერტო მანჩინი. მანჩინი იტალიას 5 წლის განმავლობაში, 2018/2023 წლებში წვრთნიდა. მისი მეთაურობით კი, იტალიამ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, სადაც ფინალში ინგლისი დაამარცხა.