Belive

როგორი იქნება ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა უდინეზესთან მატჩში?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

4 მაისს, "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრას "უდინეზეს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რაც კლუბის 96-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, რადგან ნეაპოლიტანელებს სკუდეტოს მესამედ მოგების შესაძლებლობა ექნებათ.

დარჩენილ 6 ტურში "ნაპოლის" მხოლოდ 1 ქულის მოპოვება სჭირდება იმისთვის, რომ ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლოს, შესაბამისად, თუ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი უდინედან სულ მცირე ქულის წამოღებას მოახერხებს, ნეაპოლში მესამე ჩემპიონობას იზეიმებენ.

იტალიური მედია აღნიშნული მატჩისთვის "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობას პროგნოზირებს, რომელიც ასეთია:

La Gazzetta dello Sport-ის ვერსია - "ნაპოლი": მერეტი - ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რაჰმანი, კიმ მინჯაე, მატიას ოლივერა - ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ზიელინსკი - ირვინგ ლოსანო, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია.

"ნაპოლი" "უდინეზეს" სტუმრად 4 მაისს დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები