Belive

,,როგორ შეიძლება, არ იყოს შემოთავაზებები?'' - კვარაცხელიას აგენტი ბარსელონასა და პსჟ-ს ინტერესზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, საფეხბურთო აგენტს, მამუკა ჯუღელს, კატალონიის ,,ბარსელონასა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' ინტერესზე ჰკითხეს:

,,ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ კლუბებიდან შემოთავაზებები არსებობს...

შეხედეთ მას! როგორ შეიძლება, შემოთავაზებები არ იყოს? მაისში უფრო მეტი რამ გაირკვევა.'' - მამუკა ჯუღელი

რამდენიმე დღის წინ, Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ,,ბარსელონა'' ზაფხულში შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდება.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები