Belive

ხულიან ალვარესი ამაზე უკვე ღიად ალაპარაკდა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ატლეტიკოსა და არგენტინის ნაკრების თავმდამსხმელი, ხულიან ალვარესი, უკვე ღიად გამოთქვამს ბარსელონაში კარიერის გაგრძელების სურვილს. მას შემდეგ, რაც 26 წლის ფორვარდმა მადრიდული კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მის მიმართ, სატრანსფერო ბაზარზე, დიდი აჟიოტაჟი ატყდა.

ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ალვარესის ტრანსფერი სურდა და მის სანაცვლოდ, 150 მილიონ ევროსაც იხდიდა, მადრიდის რეალი იყო, მაგრამ ატლეტიკო ამ შეთავაზებაზე არ წავიდა. სპორტული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ალვარესის შეძენით, კიდევ პარი სენ-ჟერმენი და არსენალია დაინტერესებული, მაგრამ თავად არგენტინელს, კატალონიურ გრანდში სურს თამაში.

შეიძლება, ეხლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ არც დამალვა მინდა. ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. ატლეტიკოში ვისთანაც ამ თემაზე საუბარი მჭირდებოდა, უკვე ველაპარაკე. ვფიქრობ, ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. მინდა ჩემი ოცნება ავიხდინო. - ხულიან ალვარესი

ალვარესთან დაკავშირებით, თავად ბარსელონამაც გამოთქვა ინტერესი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდი რობერტ ლევანდოვსკის გარეშე დარჩა. მხარეებს, ჯერჯერობით, შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ ატლეტიკოს ხელმძღვანელობა, ალვარესთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარჰყოფს ნებისმიერი ტიპის სატრანსფერო პოლიტიკის განხილვას.

ფაქტი კი ერთია, თუ ბარსელონას ალვარესის დამატება მართლა სურს, უნდა იჩქაროს, სანამ ახალგაზრდა ფეხბურთელში სხვა გუნდები შეეცილებიან. ბარსელონას კი, სხვებთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ მისთვის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნისთვის, ეს ოცნების გუნდია.

სხვა სტატიები