Belive

როგორ აჯობა ბარსამ რეალს? - როდრისთვის ბრძოლაში კატალონიელები იგებენ

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ესპანელი ნახევარმცველის, როდრის დამატების შესაძლებლობებს აქტიურად სწავლობს.

მოლაპარაკებებთან დაახლოებული რამდენიმე წყარო (რომლებმაც კლუბებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით ანონიმურობის პირობით ისაუბრეს) იტყობინება, რომ კატალონიელებმა ფეხბურთელის ბანაკთან პოტენციური გარიგების დეტალებზე პირველადი კონსულტაციები უკვე გამართეს. თავად როდრის პრიორიტეტი ამ ზაფხულს სწორედ ბარსელონაში გადასვლაა.

ბოლო ერთი კვირაა The Athletic (და კიდევ უამრავი სპორტული გვერდი) წერდა, რომ როდრის ტრანსფერზე რეალ მადრიდიც აქტიურად მუშაობდა და სამეფო კლუბში სჯეროდათ, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელთან შეთანხმების მიღწევა რეალური იყო. Transfer DealSheet-ის ცნობით, რეალისთვის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მანჩესტერ სიტისთან სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ. მადრიდელებმა იციან ბარსელონას ინტერესის შესახებ, თუმცა ესპანელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს მაინც ინარჩუნებენ.

ის ამბავი, რომ როდრიმ ბარსელა აირჩია, სრულიად მოულოდნელი გახლდათ და თანაც ამ დღეების განმავლობაში, ბარსელონას ინტერესის შესახებ არაფერი იწერებოდა.

როგორც ირკვევა, „ბარსას“ პროექტი როდრისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია - გუნდის სათამაშო სტილის გამო. გარდა ამისა, მას გასახდელში ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, რადგან იქ ესპანეთის ეროვნული ნაკრების 8 თანაგუნდელი დახვდება: ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, გავი, დანი ოლმო, პედრი, ფერან ტორესი და ლამინე იამალი.

სხვა სტატიები