Belive

როდრის აგენტმა რეალს აცნობა, რომ ფეხბურთელის სურვილი ბარსელონაში თამაშია

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების კაპიტნისა და 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელის, როდრის მენეჯერმა, პაბლო ბარკერომ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სატრანსფერო საგაზე ისაუბრა.

"რეალისადმი პატივისცემის ნიშნად, რადგან ისინი ძალიან კორექტულები იყვნენ, როდრიმ მათ აცნობა, რომ მისი გადაწყვეტილებაა ბარსელონაში გადასვლა", - განაცხადა ბარკერომ გადაცემა El Larguero-ს ეთერში.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროს, როდრის შესახებ რეგულარულად საუბრობდნენ, რომ მუნდიალის შემდეგ, 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს ახალი პროექტის ნაწილი უნდა გამხდარიყო, მაგრამ უახლოესი ცნობების მიხედვით, ის ბარსელოანს აირჩევს.

კარიერის განმავლობაში, როდრის ვილიარეალის, მადრიდის ატლეტიკოს და მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ითამაშა და საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა შესაძლო მთავარი ტიტულის მოპოვება მოახერხა. 

სხვა სტატიები