Belive

როდრიმ ბარსელონაში კითხვები გააჩინა | ფლიკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

19 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს, ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, როდრი, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბში უკვე გარკვეულ კითხვებს აჩენს. როგორც ამბობენ, ბარსელონამ როდრი იმ სათამაშო სტილის გამო აირჩია, რომელიც მისი შესაძლებლობებისთვის უფრო შესაფერისად მიაჩნია. როდრის ასევე სურდა, რომ ბარსელონაში ეროვნული ნაკრების რამდნეიმე თანაგეულდენთან ერთადაც ეთამაშა, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

ჯერეჯრობით, სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბარსელონას მაისურით, მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა, რომლებშიც თანაბარი დრო, დაახლოებით 20 წუთი მიიღო. ესპანურმა სპორტულმა გადაცემამ, El Chiringuito-მ, საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ როდრი შესაძლოა, ბარსელონას ძირითადის ფეხბურთელად არ განიხილებოდეს. ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევენ, რომ როდრი, სეზონის განმავლობაში, ძირითად შემადგენლობაში დაახლოებით 60 მატჩში ვერ მოხვდება, რაც ძალიან ბევრია და საკმაოდ უცანურიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდრიმ ზაფხულში მცირე ოპერაცია გადაიტანა, რამაც ბუნებრივია, მის წინა სასეზონო მოსამზადებელ პერიოდს ხელი შეუშალა. არსებობს ვარაუდი, რომ ფლიკი 30 წლის ფეხბურთელს უფრო მნიშვნელოვან მატჩებში დაეყრდნობა, ხოლო კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველს, 19 წლის მარკ ბერნალს, რომელიც კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში, მის მემკვიდრედ განიხილება, სათამაშო დრო, ლა ლიგის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრებში მიეცემა.

სხვა სტატიები