Belive

როდის დაბრუნდება პედრი? ბარსელონას ვარსკვლავის ტრავმის დიაგნოზი ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, პედრი, რომელმაც ტრავმა ელ კლასიკოში, მადრიდის რეალთან წაგებულ (1:2) მატჩში მიიღო, მოედანს თვენახევრის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს.

ესპანური მედია საშუალებების ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის ტრავმის დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას უფრო მეტი დროის გამოტოვება მოუწევს, ვიდრე თავდაპირველად გახლდათ ნავარაუდები. საუბარია პრაქტიკულად, თვენახევრიან პერიოდზე, შესაბამისად, პედრი ესპანეთის ნაკრებს ნოემბრის მატჩებში (მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან) ვერ დაეხმარება. ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნდეს.

პედრის ახალ სეზონში ბარსელონას შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები