რობერტო მარტინესი რონალდუს წითელზე: ,,უბრალოდ, მეტოქის მოშორებას ცდილობდა''
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ირლანდიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუს მოედნიდან გაძევებასაც გამოეხმაურა:
,,ეს დასავიწყებელი მატჩია, ფეხბურთში ასეთები ხდება. თუ რამე შეიძლებოდა, არასწორად წარმართულიყო, არასწორად წარიმართა - პირველი გოლი გავუშვით, შემდეგ მეორე, შემდეგ გაძევება. ბრძოლა გავაგრძელეთ, თუმცა ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა. უნდა შევეგუოთ, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ახლა მომავალ შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვლებად ბოლო თამაშს ველოდებით.
რონალდუს გაძევება? ამაზე ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც კრიშტიანუა, საჯარიმოში თამაში განსაკუთრებით რთულია, მას მცველებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა, ხშირად იჭერდნენ. მისი მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა, უბრალოდ მეტოქის მოშორებას ცდილობდა. კრიშტიანუს არ გაუმართლა, რაკურსი მომენტს უფრო დრამატულად წარმოაჩენს, ვიდრე რეალობაა. გვახსოვდეს, ეს ეროვნულ ნაკრებში მისი პირველი წითელი ბარათია.'' - რობერტო მარტინესი
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია ირლანდიასთან სტუმრად 2:0 დამარცხდა. მატჩის 59-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დარა ო'შის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
რობერტო მარტინესის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დაპირისპირება კვირას, 16 ნოემბერს, სომხეთის წინააღმდეგ ელის.
I still don't understand why Ronaldo got a red card last night when he was clearly pulled before he reacted and yet VAR never paid attention to that , and now Portugal has to play the next game without him ,i sometimes ask myself how he has achieved so much against this system😏 pic.twitter.com/oN1N3RwyAn
— Reyzar-Q (@ManQtheRealist) November 14, 2025