Belive

მბაპე გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში, კალენდარულ წელში, 60 გოლი გაიტანა

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა ჟირონასა და რეალს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში თავი გამოიჩინა კილიან მბაპემ, რომელმაც 2025 წელს, ყველა ტურნირზე, მე-60 გოლი გაიტანა.

21-ე საუკუნეში, 1 კალენდარული წლის განმავლობაში, მბაპეს გარდა 60-გოლიან ნიშნულს სულ 3-მა ფეხბურთელმა - ლეო მესიმ (2-ჯერ), კრიშტიანუ რონალდუმ (4-ჯერ) და რობერტ ლევანდოვსკიმ მიაღწიეს:

  1. ლეო მესი - 2012 წელს 91 გოლი 69 მატჩში

  2. კრიშტიანუ რონალდუ - 2013 წელს 69 გოლი 59 მატჩში

  3. რობერტ ლევანდოვსკი - 2021 წელს 69 გოლი 59 მატჩში

  4. კრიშტიანუ რონალდუ - 2012 წელს 63 გოლი 71 მატჩში

  5. კრიშტიანუ რონალდუ - 2014 წელს 61 გოლი 60 მატჩში

  6. კრიშტიანუ რონალდუ - 2011 წელს 60 გოლი 60 მატჩში

  7. კილიან მბაპე - 2025 წელს 60 გოლი 62 მატჩში

  8. ლეო მესი - 2010 წელს 60 გოლი 64 მატჩში

  9. ლეო მესი - 2016 წელს 59 გოლი 62 მატჩში

  10. ლეო მესი - 2011 წელს 59 გოლი 70 მატჩში

მბაპემ წელს 53 გოლი რეალის მაისურით გაიტანა, 7 კი - ეროვნულ ნაკრებში.

  • მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარშზე რეალის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები