რობერტო კარლოსმა დაასახელა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში ათამაშებდა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მცველს, რობერტო კარლოსს, სთხოვეს დაესახელებინა ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინის ნაკრებიდან ბრაზილიის ნაკრებში გადაიყვანდა:
,,რომელ არგენტინელს ვათამაშებდი ბრაზილიაში? ენცოს! ეჭვგარეშეა, ენცო ფერნანდესი ძალიან კარგია, სწორედ მისი ხარისხიანი თამაშის წყალობით მიდის ბურთი თავდამსხმელებამდე.'' - რობერტო კარლოსი
ენცო ფერნანდესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე ალბისელესტეს მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
25 წლის ნახევარმცველმა 2022 წელს არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 2024 წელს კოპა ამერიკა მოიგო.
¿A QUÉ JUGADOR ARGENTINO SUMARÍA ROBERTO CARLOS PARA BRASIL? 😯🔝
— Diario Olé (@DiarioOle) June 9, 2026
El histórico jugador brasileño destacó el nivel de Enzo Fernández.
Mirá la nota completa en nuestra web 📲💻
📽️ Diego Macias - enviado especial pic.twitter.com/cbqYTEJgep