Belive

რობერტო კარლოსმა დაასახელა 2 ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის, რობერტო კარლოსის აზრით, ,,სელესაოს'' შემადგენლობაში თამაშს ორი ინგლისელი ფეხბურთელი - ჰარი კეინი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეძლებდა:

,,ინგლისის ნაკრებიდან ვინ ითამაშებდა ბრაზილიაში? ალექსანდერ-არნოლდი, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კეინიც შესანიშნავი მოთამაშეა. ინგლისის ნაკრებს კარგი გუნდი ჰყავს არამხოლოდ სახელებით, არამედ თამაშის ხარისხითაც.

თუ უნდა ავირჩიო ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებში ითამაშონ, მაშინ ამ ორს დავასახელებ - კეინი და არნოლდი. თუმცა, ინგლისის ნაკრებში ბევრი კარგი მოთამაშეა,'' - რობერტო კარლოსის სიტყვებს The Sun-ი ციტირებს.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ტიტეს გუნდი პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები