Belive

რობერტ ლევანდოვსკიმ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 35 წლის ფორვარდმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, "Marca"-სთან საუბრისას, 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

"ძნელი სათქმელია, რადგან წინ ჯერ კიდევ გვაქვს ევროთასები და ჩემპიონთა ლიგის ბოლო გადამწყვეტი მატჩები. მაგრამ ამ მომენტში კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული მოთამაშეები არიან.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ცალკე ჯუდ ბელინგემი, რომელიც მადრიდის რეალში ჯერ მხოლოდ პირველი სეზონია რაც თამაშობს და უდიდეს ეპოქას ჰქმნის. ის გამორჩეული მოთამაშეა, ლიდერული თვისებებით.

კილიან მბაპე კი ფეხბურთში გამოჩენისთანავე ამტკიცებს, რომ ამ სპორტის სახეობაში თავის დამკვიდრება სურს და ეს ყველაფერი იდეალურად გამოსდის..." - რობერტ ლევანდოვსკი

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მხოლოდ 2024 წელს ყველაზე მეტი, 22 გოლი აქვს გატანილი, რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს ის "სამეფო კლუბში" ნამდვილად საოცარ სეზონს ატარებს და პირველივე სეზონში შეძლო, თავი ყველას დაამახსოვრა.

სხვა სტატიები