Belive

რობერტ ლევანდოვსკი: "რომ არა მესი და რუნალდუ, უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდი"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ბარსელონასა და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი - რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მეტოქეობაზე "The Times"-თან ინტერვიუში საუბრობს და იხსენებს.

"მესისა და რონალდუს ეპოქაში ვთამაშობდი და შეიძლება ითქვას, რომ არა ისინი ბოლო 15 წლის განმავლობაში, ალბათ, უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდი. ამ პერიოდში მესიმ ბარსელონაში 700 გოლზე მეტი გაიტანა, რონალდუმ კი რეალში 450-ზე მეტი, მაგრამ ამას სხვანაირად ვუყურებ. ფაქტი, რომ ჩემი საფეხბურთო ცხოვრება მათთან ერთად განვითარდა, ნიშნავს, რომ უფრო მეტს მივაღწიე და ჩემი კარიერით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ..." - რობერტ ლევანდოვსკი

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა კოვიდინფექციის გამო, ოქროს ბურთის დაჯილდოება ჩაიშალა, შესაბამისად მაგ წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არავის არ გადაეცა, თუმცა საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ იმ წელს, ოქროს ბურთი აუცილებლად პოლონელ ფორვარდს ეკუთვნოდა.

სხვა სტატიები