Belive

,,რონალდუს მაკრატელა იდეალური იყო, მაგრამ ჩემსას ვერაფერი შეედრება'' - მაურო ბრესანი

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მაურო ბრესანმა, La Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში, ბარსელონას წინააღმდეგ გატანილი მაკრატელა გოლი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

,,მინახავს თუ არა ჩემი მაკრატელას მსგავსი გოლი? არა!

ხუმრობის გარეშე, რონალდუს მიერ იუვენტუსის კარში გატანილი მაკრატელა იდეალური იყო, მაგრამ, არასდროს მინახავს ვინმეს ასეთი სიმაღლიდან ფლანგებიდან ჩაწოდების გარეშე დაერტყას.

თამაშის შემდეგ, ტრაპატონიმ (ფიორენტინას მწვრთნელი) მითხრა, რომ ხალხი ამ გოლზე ათწლეულების განმავლობაში ილაპარაკებდა.'' - მაურო ბრესანი

ბრესანმა ბარსელონას წინააღმდეგ მაკრატელა ჩემპიონთა ლიგის 1999-2000 წლების სეზონში გაიტანა, მატჩი 3:3 დასრულდა. იმ სეზონში იტალიელმა სულ 3 გოლის გატანა შეძლო.

ბრესანის მაკრატელა ბარსელონასთან მატჩში:

სხვა სტატიები