რიად მაჰრეზმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში, შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ (0:2), რიად მაჰრეზმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ 35 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადა.
"დიახ, ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემი ბოლო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებშიც", - ამბობს რიად მაჰრეზი.
წლების განმავლობაში მაჰრეზი ალჟირული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ იქცა. მაჰრეზმა ალჟირის ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა, ხოლო 2019 წელს, კაპიტნის რანგში, გუნდს აფრიკის ერთა თასი მოაგებინა.
ლესტერისა და მანჩესტერ სიტის ყოფილ გარემარბს ალჟირის ნაკრების შემადგენლობაში 119 მატჩში აქვს ნათამაშები, 40 გოლი გატანილი და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია.