რეალმა კურტუას შემცვლელი შეარჩია | მოულოდნელი კანდიდატი პრემიერ ლიგიდან
მადრიდის რეალმა მეკარის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო. ტიბო კურტუა კარიერის ბოლო ეტაპს უახლოვდება. მადრიდელთა შესაძლო სამიზნეებს შორის, ბრაიტონის ნიდერლანდელი მეკარე ბარტ ვერგბრუგენიც მოხვდა. ვერგბრუგენს, 'სამეფო კლუბში', მომდევნო წლების განმავლობაში, მეკარის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ.
ვერგბრუგენის თამაშმა პრემიერ ლიგაში ყურადღება მიიპყრო, ხოლო ბრაიტონისა და ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში ნაჩვენები შედეგების გამო, მისით რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი დაინტერესდა. 24 წლის მეკარე უკვე ბრაიტონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ასაკის მიუხედავად, სანაკრებო გამოცდილებაც აქვს.
ნიდერლანდელს ბრაიტონთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და ეს გარემოება შესაძლოა, რეალისთვის, მის დასამატებლად, ხელსაყრელი შანსი აღმოჩნდეს. აღნიშნული ვადა, კურტუას კონტრაქტის სავარაუდო დასრულებასაც ემთხვევა, თუ ბელგიელი კლუბთან ხელშეკრულებას იმავე წლამდე გაახანგრძლივებს.
ვერგბრუგენი ერთადერთი მეკარე არ არის, რომელსაც მადრიდის რეალი აკვირდება. ბოლო თვეებში, 'სამეფო კლუბს' არაერთი კიპერი დაუკავშირეს, მათ შორის, დიოგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და დავიდ რაია.
🚨 Brighton goalkeeper Bart Verbruggen is open to joining Real Madrid, who view him as Thibaut Courtois' successor.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) November 3, 2026
The 24-year-old Dutch international has kept six clean sheets in nine Premier League appearances this season.
Verbruggen's Brighton contract expires in 2028,… pic.twitter.com/AuUO6LORK6