მოურინიო: „ეს პენალტი არ იყო, VAR-ს შეცდომა არ უნდა დაეშვა“
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის „რეალმა“ „რასინგი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა, თუმცა მატჩის მთავარი განხილვის საგანი შეხვდრაში დანიშნული საკამათო პენალტი გახდა.
პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება კრიტიკის ობიექტი აღმოჩნდა. ჟოზე მოურინიომ და ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა ვიდეოასისტენტის ჩაურევლობა გააკრიტიკეს.
„მსაჯები გადაწყვეტილებებს ხშირად ცვლიან და ბევრი მცირე დეტალი არსებობს, თუმცა ჩუამენის წინააღმდეგ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან ბურთი ჯერ სხვა მოთამაშეს მოხვდა. ეს პენალტი არ არის“
- ჟოზე მოურინიო
„როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა, მშვიდად ვიყავი, რადგან 60 მეტრიდან ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე. თუმცა, როდესაც ის ტაბლეტზე ვნახე, ვიფიქრე, რომ VAR-ს შეცდომა არ უნდა დაეშვა და პენალტი არ უნდა დანიშნულიყო“ - ჟოზე მოურინიო
🗣️ MOURINHO, SOBRE EL ‘NO’ PENALTI DE TCHOUAMÉNI: “HAY MUCHA GENTE QUE NO SE SABE LAS REGLAS”.
— Diario AS (@diarioas) November 1, 2026
“ME GUSTA MUCHO ESTE ESTADIO; SE METEN EN EL PARTIDO. PROTESTAN TODO. NO VIENEN AL CINE”. pic.twitter.com/aA6jat66bm