Belive

რეალის კიდევ ერთი ტრავმა: კამავინგას 3 თვის გამოტოვება მოუწევს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალს" სეზონის განმავლობაში არაერთი ფეხბურთელი ტრავმის მიზეზით ვერ ეხმარებოდა, ახლა კი მათ რიცხვს ედუარდო კამავინგა შეემატა.

ლა ლიგის 33-ე ტურში, "ხეტაფესთან" მოგებულ მატჩში (1:0) 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ამ სეზონის დარჩენილ ნაწილში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

მადრიდის "რეალს" წინ კოპა დელ რეის ფინალი "ბარსელონასთან" და საჩემპიონო მარათონში გადამწყვეტი მატჩები ელოდება, სადაც საკადრო პრობლემების გამო, კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო გუნდი ფეხბურთელის მარცხენა მცველად დაყენებას განიხილავდა, ახლა კი მათ სხვა ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ.

ედუარდო კამავინგას ფეხის კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით 3 თვის განმავლობაში თამაში არ შეეძლება.

კამავინგას "რეალის" შემადგენლობაში ამ სეზონში ყველა ტურნირზე ნათამაშებ 34 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები