Belive

"რეალის ბერნაბეუზე განადგურება" | პედრიმ სეზონის საუკეთესო მატჩი დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ სეზონის ბოლო მატჩში ბილბაოს სტუმრად 0:3 მოუგო და მათთვის 2024/2025 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა.

ბარსელონას ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა - პედრიმ, სეზონის ბოლო მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და სეზონი შეაჯამა.

"ჩემი ტრავმების ისტორიის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 60-დან 59 მატჩს ჩავატარებდი. ამ სეზონში დაზიანება არ მიმიღია და მოედანზე სიამოვნებას ვიღებდი, რაც ჩემს შედეგებსა და სტატისტიკაზეც აისახა - ყველაზე ბედნიერი ამით ვარ, რომ სრულად ვითამაშე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ და ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვარ, ვგრძნობ რომ წლიდან-წლამდე ვიზრდები და უკვე ჩამოვყალიბდი პროფესიონალურ მოთამაშედ.

ჩემი ფავორიტი მომენტი ამ სეზონში? ასეთი ბევრია, რადგან ბრწყინვალე სეზონი გვქონდა და უამრავი მნიშვნელოვანი და დიდი გამარჯვება ვიზეიმეთ, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:4 განადგურებას გამოვყოფდი. ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო." - პედრი

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის მეთაურობით ბარსელონამ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე, ბლაუგრანა 1/2-ფინალურ დრამაში ინტერთან დამარცხდა.

სხვა სტატიები