რეალ მადრიდის წარმომადგენლები ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე არ იქნებიან
ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, რეალი ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე არ იქნება.
მთავარ საფეხბურთო დაჯილდოვებაზე არც ფეხბურთელები იქნებიან და არც კლუბის წარმომადგენლები. აღნიშნული ქმედება შარშანდელს ეხება, როდესაც ოქროს ბურთი როდრიმ მოიგო. "სამეფო კლუბი" თვლის, რომ 2024 წელს როდრი გამარჯვებას არ იმსახურებდა და ტიტული ვინისიუსისთვის უნდა გადაეცათ. აღნიშნული ბოიკოტი წელსაც გაგრძელდება.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Real Madrid will not be at the Ballon d'Or ceremony this year too.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 9, 2025
— @lequipe pic.twitter.com/EIDu912fwz
როგორც Marca წერს, ოქროს ბურთის დაჯილდოვების წარმომადგენელბი ესპანეთში ჩაფრინდნენ. მათ რეალის ხელმძღვანელობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიალი 22 სექტემბერს გაიმართება.