Belive

რატომ დაგვიანდა ალ ჰილალის მატჩის დაწყება?

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ალ ჰილალი სტუმრად ალ შაბაბს უპირისპირდება, მოულოდნელი ინციდენტის გამო, რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მატჩი საქართველოს დროით დროით 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასტარტო სასტვენი ამ დროს არ გაისმა. საუდელი ჟურნალისტის, ნავაფ ალ-ოკაილის ცნობით, შეხვედრის არგენტინელმა მთავარმა მსაჯმა, ფაკუნდო ტელიომ, ალ შაბაბის კარზე ბადის დაზიანება შენიშნა და თამაშის დაწყებამდე მისი სასწრაფოდ შეკეთება მოითხოვა, რამაც მატჩის სტარტი დროებით გადაავადა.

ტურნირის ლიდერი ალ ჰილალი, რომელიც 12 ქულით სათავეში უდგას ცხრილს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს ალ-ნასრს, ამ შეხვედრაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას გეგმავს. რაც შეეხება ალ შაბაბს, გუნდი სეზონის პირველი გამარჯვების ძიებაშია - სასტარტო ტურებში დაფიქსირებული სამი ფრის შემდეგ, ისინი 3 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები