Belive

რატომ არ თამაშობს ჩაკვეტაძე გენტის ამხანაგურ მატჩებში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გენტმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ბელგიური გუნდი იუპერლიგის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს ატარებს, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე არ თამაშობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველ ფეხბურთელს ისევ ნაოპერაციევი ფეხი აწუხებს. გიორგი ვარჯიშზე სწორედ ამ მუხლით დაეცა. ბელგიური Nieuwsblad.be-ს თანახმად, ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, რის გამოც მოედანზე ვერ გადის. გარდა ჩაკვეტაძისა, "ლიონთან" ვერ ითამაშა ქვილითაიამაც, თუმცა 26 წლის თავდამსხმელს მცირე დაზიანება აქვს და მალევე დაბრუნდება.  

სხვა სტატიები