Belive

ჩაკვეტაძე მიქაუტაძის გუნდში? - ქართველი ფეხბურთელი მეცს უახლოვდება

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

კერძოდ, ბელგიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, საშა ტავოლიერი Twitter-ში წერს, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით გიორგი მიქაუტაძის ამჟამინდელი კლუბი, "მეცი" ინტერესდება.

საფრანგეთის ლიგა 1-ში 2022/23 წლების სეზონში დაწინაურებული კლუბი ბელგიური "გენტიდან" ქართველი ფეხბურთელის იჯარით დამატებას გეგმავს.

ირკვევა ისიც, რომ ფრანგული მხარე ბელგიური კლუბისთვის ოფიციალური შეთავაზების გაგზავნას უახლოეს პერიოდში აპირებს და კონტრაქტსაც ხელი ძალიან მალე უნდა მოეწეროს.

გიორგი ჩაკვეტაძემ 2022/23 წლების სეზონი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ სლოვაკურ ბრატისლავის  "სლოვანში" გაატარა, რომელშიც ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას თანაგუნდელი იყო. 47 ჩატარებულ მატჩში "სლოვანის" შემადგენლობაში 1 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები