Belive

რატომ არ ჩაიბარა ნაგელსმანმა პსჟ? ფრანგული მედია მიზეზს ასახელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული მედიის ცნობით, მიუნხენის ,,ბაიერნის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ,,პარი სენ ჟერმენში'' მუშაობაზე უარი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გამო თქვა.

როგორც Sports Zone წერს, სპეციალისტს პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორთან, ლუიშ კამპუშთან ერთად მუშაობა არ სურდა და მას ამ პოზიციაზე თავისი კანდიდატურა - კრისტოფერ ვიველი ჰყავდა.

,,პსჟ-ს'' ხელმძღვანელობამ ნაგელსმანს კამპუშთან მოკლევადიანი თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა უშუალოდ მხარეების შეხვედრის შემდეგ, გერმანელი პირობას არ დათანხმდა.

,,პარი სენ ჟერმენი'' ზაფხულში კრისტოფერ გალტიემ დატოვა, მისი ადგილი კი ლუის ენრიკემ დაიკავა.

სხვა სტატიები