მარკო არნაუტოვიჩმა ევროპა ლიგის რეკორდი დაამყარა
ევროპა ლიგის პირველ ტურში ცრვენა ზვეზდამ სელტიკს უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩში სერბული გუნდის თავდამსხმელმა, მარკო არნაუტოვიჩმა გოლის გატანა შეძლო და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
საქმე ისაა, რომ ავსტრიელის მიერ ევროპა ლიგაზე/უეფას თასზე გატანილი ბოლო გოლიდან 16 წელი და 217 დღე იყო გასული, ასეთი სხვაობა გოლებს შორის კი ტურნირის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.
არნაუტოვიჩმა სელტიკთან გატანილ გოლამდე თავი ბოლოს 2009 წლის თებერვალში გამოიჩინა, როცა ტვენტეს მაისურით მარსელის კარი აიღო.
საინტერესოა, რომ არნაუტოვიჩს ანალოგიური რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს დამყარებული - თავდამსხმელმა 2023 წლის ნოემბერში ინტერის მაისურით ბენფიკას გაუტანა, მანამდე კი მარკოს ლიგაზე ბოლო გოლი 2010 წლის დეკემბერში ჰქონდა გატანილი (4 740-დღიანი სხვაობა).
16 - Crvena zvezda's Marko Arnautovic has scored 16 years and 217 days after his last UEFA Cup/Europa League goal as a 19-year-old for FC Twente v Marseille in February 2009 - the longest ever gap between goals scored by a player in the competition's history. Generation. pic.twitter.com/ZfahpxxWfi
— OptaJoe (@OptaJoe) September 24, 2025