Belive

რატომ აღნიშნეს გალათასარაის ფეხბურთელებმა გოლი სახედაფარულებმა?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტამბოლის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან გამოსული ისმაილ იაკობსის კურიოზული მცდელობა, კამერებისთვის თავი აერიდებინა, რამდენიმე დღეში საფეხბურთო მოედანზე „გაცოხლდა“. გალათასარაის მოთამაშეებმა მეტოქის კარში გატანილი გოლი სწორედ ამ ეპიზოდის იუმორისტული პერფორმანსით აღნიშნეს.

შტუტგარტთან მოგებული მატჩის შემდეგ, ისმაილ იაკობსი და ლუკას ტორეირა გასართობი დაწესებულების დატოვებისას კამერების ობიექტივში მოხვდნენ და იაკობსმა სახის დამალვა სცადა - გალათასარაიმ კი ამედსპორთან გატანილი პირველი გოლი სწორედ ამ სტილში აღნიშნა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, შტუტგარტთან მიღწეული (2:0) გამარჯვების შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ლუკას ტორეირა და ისმაილ იაკობსი სტამბოლის ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდნენ. ფეხბურთელები დაწესებულებას გვიან ღამით ტოვებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტებმა ისინი დააფიქსირეს.

გავრცელებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ იაკობსი კამერების წინ სახის დამალვას ცდილობს, მაშინ როცა ტორეირა თავს სრულიად თავისუფლად გრძნობს.

ერთადერთი კითხვა რაც რჩება ესაა - წესების მიხედვით, გოლის აღნიშვნისას, მაისურით სახის დაფარვა ყვითელი ბარათით ისჯება, ასე რომ, დაისჯება თუ არა გალათასარაის 7 ფეხბურთელი ყვითლით? (თამაშის შემდეგ).

სხვა სტატიები