Belive

რას უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის გოლის აღნიშვნა?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრაში, "მეცმა" "სენტ-ეტიენი" - 3:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა, ერთ-ერთი გოლი კი გამორჩეულ სტილში აღნიშნა, რასაც მოგვიანებით გულშემატკივართა აგრესია და მატჩის რამდენიმე წუთით შეჩერებაც მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ლიგა 1-ში უკვე მე-19 გოლი გაიტანა, ციფრი 69 გამოსახა, რაც "სენტ-ეტიენის" გულშემატკივრებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი წარმოშობით ლიონიდანაა და კარიერასაც "ოლიმპიკში" იწყებდა, გუნდში, რომელსაც "მწვანეებთან" პრინციპული დაპირისპირება აქვს.

მატჩის შესვენების დროს მიქაუტაძემ გოლის აღნიშვნის შესახებაც ისაუბრა: "მე ლიონიდან ვარ და ახლა სენტ-ეტიენში ვიმყოფებით, ამიტომ მგონია, რომ ეს კარგი იდეაა".

მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები