Belive

რამოსი: ,,ბარსელონა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,სევილიას'' მცველმა, სერხიო რამოსმა, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,დამატებითი მოტივაცია არსებობს, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ დონის მეტოქესთან თამაში დიდი პლუსია.

ბარსელონა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, ამიტომ მათი დამარცხება განსაკუთრებულ ემოციებთან იქნება დაკავშირებული.

ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა ახლა სხვა სტადიონზე თამაშობს, ფეხბურთელები მაინც იგივეა. კარგი მატჩი გველის.'' - სერხიო რამოსი

დღეს, ლა ლიგის მე-8 ტურში, ,,ბარსელონა'' ,,სევილიას'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

7 ტურის შემდეგ, კატალონიური გუნდი სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, ,,სევილია'' კი მე-12 ადგილს იკავებს (ანდალუსიელთა ანგარიშზე 6 მატჩია).

სხვა სტატიები