Belive

რამდენს გადაუხდის მილანი ლუკა მოდრიჩს?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი, მილანის ფეხბურთელია. ის იტალიურ გიგანტს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდა, სადაც პსჟ-ს წინააღმდეგ, რეალ მადრიდის შემადგენლობაში, ბოლო მატჩი ჩაატარა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მოდრიჩი მილანთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდა. იტალიაში ის სეზონში 2.5-დან 3 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

შედარებისთვის, რეალ მადრიდში ის წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო გასულ სეზონში მისი ხელფასი განახევრდა და დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიაღწია. ხორვატი ფეხბურთელი მოტივირებულია, გააგრძელოს თამაში მაღალ დონეზე, რადგან მისი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაა.

მილანი ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე კარიერაში მეექვსე კლუბი იქნება. ის დინამო ზაგრების აკადემიის აღზრდილია, კარიერის დასაწყისში, 2003 წელს, ზრინსკი მოსტარში იჯარით გადაიყვანეს - მან ერთი სეზონი გაატარა ინტერ ზაპრეშიჩში, სანამ დინამოში დაბრუნდებოდა, სადაც სამი წელი დარჩა. ამას მოჰყვა ტოტენჰემისა და რეალის ბრწყინვალე წლები.

სხვა სტატიები