Belive

ვინ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგაზე (ლიგის ფაზის) მეორე ტური დასრულდა. ახლა ტურნირზე მხოლოდ 6 გუნდია ისეთი, რომლებმაც ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვეს (2-დან ორი მოგება): ბაიერნი, რეალი, პსჟ, რეალი, არსენალი, ყარაბაღი. აზერბაიჯანული კლუბის პირველ ექვსეულში მოხვედრა დიდი მოულოდნელობაა, მათ ჯერ ბენფიკა დაამარცხეს (2:3), შემდეგ კი კოფენჰაგენს მოუგეს (2:0).

ჩემპიონთა ლიგამ ტურის სიმბოლური თერთმეტეული გამოაქვეყნა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ქაირათის კარში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი, კილიან მბაპე დასახელდა.

ტურის გუნდი:

მეკარე: უგურჩან ჩაქირი (გალათსარაი)
მცველები: მენდეში (პსჟ), დაიერი (მონაკო), გატი (იუვენტუსი), დუმფრისი (ინტერი)
ნახევარმცველები: ჰაუგე (ბოდო გლიმტი), ზაბიცერი (დორტმუნდი), ოდეგორი (არსენალი), პეპე (ვილიარეალი)
თავდამსხმელები: ჰოილუნი (ნაპოლი), მბაპე (რეალი)

სხვა სტატიები