რამდენ მატჩს გამოტოვებს ვიტინია ტრავმის გამო?
ლიონთან წაგებულ მატჩში პარი სენ ჟერმენის ნახევარმცველმა, ვიტინიამ, მოედანი ქუსლის ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.
დღეს დედაქალაქურმა კლუბმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პორტუგალიელი უახლოეს დღეებში მკურნალობის კურსს გაივლის, ხოლო კვირის ბოლოს მისი მდგომარეობა ხელახლა შეფასდება.
შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ ვიტინია პსჟ-ს მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს - პარიზელები 22 აპრილს ნანტს უმასპინძლებენ, 25-ში კი ანჟეს ესტუმრებიან. როგორც L'Equipe წერს, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, შეძლებს თუ არა იგი თამაშს სამშაბათს, 28 აპრილს, ბაიერნის წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში ვიტინიას ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
Le point médical après Lyon.
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) April 20, 2026
➡️ : https://t.co/SXy3hA3PaM@Aspetar pic.twitter.com/HfEXR6VcZM