რაკიტიჩი: "იამალი შესანიშნავია, თუმცა ის 2015 წლის ბარსელონას ძირითადში ვერ ითამაშებდა"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა 37 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა - ივან რაკიტიჩმა, ლამინე იამალისა და "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა და ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა.
"იამალისა და ბარსელონას თამაშებს ვუყურებ და მათ ძალიან ვგულშემატკივრობ. მთელი გულით მინდა, რომ ამ უკარგესმა ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ისინი ამას იმსახურებენენ კიდეც.
იამალი ფენომენალური ფეხბურთელია, ნამდვილად შესანიშნავია და მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა, თუმცა მგონია, რომ ის ჩვენი დროის ბარსელონაში (2015 წლის) ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა.
ჩემს დროს მაგ პოზიციაზე ლეო მესი თამაშობდა, ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ისტორია სრულიად შეცვალა და ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - ბოდიში, მაგრამ მას ვერასდროს ვერავინ ჩაანაცვლებდა, შესაბამისად ვერც იამალი ითამაშებდა იმ ბარსელონაში..." - ივან რაკიტიჩი
შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი "ბარსელონაში" 2014-2020 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც მან 310 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც 35 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.