რაჯა ნაინგოლანი კოკაინის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს
36 წლის ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი კოკაინის კონტრაბანდის ბრალდებით დღეს დილით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის პროკურატურა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გამოძიება სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილ კოკაინს ეხება, რომელიც ანტვერპენში საღდებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ემუქრება ფეხბურთელს, მაგრამ ნახევარმცველს კუთვნილი ავტომობილი ჩამოართვეს. რაჯა ნაინგოლანის დაკავების გარდა, სხვადასხვა წყაროს ცნობით პოლიციელებმა 30 სახლი გაჩხრიკეს.
შეგახსენებეთ, რომ 36 წლის ფეხბურთელმა ბელგიის მეორე დივიზიონის გუნდ, "ლოკერენ-ტემსე"-სთან 22 იანვარს კონტრაქტი გააფორმა, ხოლო პირველივე შეხვედრაში, რომელიც 24 იანვარს "ლიერსეს" წინააღმდეგ გამართა სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა.
🚨🚨 RADJA NAINGGOLAN 🇧🇪 𝗩𝗜𝗘𝗡𝗧 𝗗’𝗘̂𝗧𝗥𝗘 𝗔𝗥𝗥𝗘̂𝗧𝗘́ 𝗣𝗢𝗨𝗥 𝗧𝗥𝗔𝗙𝗜𝗖 𝗗𝗘 𝗗𝗥𝗢𝗚𝗨𝗘 🥷🤯.
— BeFootball (@_BeFootball) January 27, 2025
L’ancien international belge serait impliqué dans un vaste réseau d’importation de cocaïne.
Il avait repris sa carrière de joueur cette semaine.
(@gva) pic.twitter.com/LbL4tKeOYh