Belive

"მე ფული მჭირდებოდა, ნარკოტიკებთან კავშირი არ მაქვს" - რაჯა ნაინგოლანი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი რამდენიმე თვის წინ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, მას მოგვიანებით ბრალდება მოეხსნა, თუმცა ბელგიის ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს კვლავ იძიებს. დაკავების დეტალებზე რაჯა ნაინგოლანმა ბელგიურ სატელევიზიო გადაცემა Bar Goens-თან ისაუბრა და აღიარა, რომ ცნობილ ნარკოდილერ ნასრ-ედინ სეკაკისგან 100 000 ევრო ისესხა, მაგრამ რაჯას თქმით, მას ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სრულად ბელგიელი ფეხბურთელის განცხადება აღნიშნული შემთხვევის შემდეგ:

ფული მათ კი არა, მე მჭირდებოდა. ხალხი იმას იჯერებს, რასაც გაზეთებში კითხულობენ. ისინი ამბობენ, რომ მე თითქოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ფიგურა ვარ, თუმცა ნარკოტიკებთან კავშირი არ მაქვს. მე ნასრ-ედინ სეკაკის 100 000 ევრო ვისესხე, ფული იმიტომ მჭირდებოდა, რომ სათამაშო ვალების და განქორწინების გამო ანგარიშები დაბლოკილი მქონდა. - რაჯა ნაინგოლანი

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანის დაკავება სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილ კოკაინს ეხებოდა, რომელიც ანტვერპენში საღდებოდა, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ის დაკავებულ 18 ადამიანს შორის გამოჩნდა. ბელგიელი ფეხბურთელის დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი გაათავისუფლეს, თუმცა აღნიშნულ საქმეს კვლავ იძიებენ.

სხვა სტატიები