Belive

რაჰიმ სტერლინგმა ჩელსისთან კონტრაქტი შეათანხმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი ,,ჩელსიში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა ,,არისტოკრატებთან'' კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. ახლა კი ლონდონური გუნდი ტრანსფერზე ,,სიტის'' უახლოეს 24 საათში უნდა მოელაპარაკოს. ,,ჩელსის'' ინგლისელის გადაბირება, სავარაუდოდ, 40 მილიონ ევრომდე დაუჯდება. ინგლისურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ სტერლინგს მეტი სათამაშო დრო სურს და ,,ქალაქელთა'' დატოვებას სწორედ ამ მიზეზით აპირებს. რაჰიმი ,,სიტიში'' 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში შემტევმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები