მარსელინო გვარდიოლაზე: ,,მის წინაშე ყველა მწვრთნელი რაღაცით ვალშია''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, მანჩესტერ სიტისთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ისევე როგორც იუვენტუსთან მატჩში, ხვალაც ბევრ სირთულეს ველით. ჩვენ კვლავ ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ვთამაშობთ და სწორედ ეს უნდა გვახარებდეს. თუ განვითარება გვსურს, ჩვენთვის ასეთი შეხვედრები დიდი გამოცდილებაა. ვიმედოვნებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ვაპირებთ თუ არა ჩვენი სტილის შეცვლას? არა, მაგრამ ყოველთვის არსებობს ნიუანსები. ჩვენ ვთამაშობთ გუნდის წინააღმდეგ, რომლის მთავარი გასაღები ბურთის ფლობაა, ამიტომ თავი კარგად უნდა დავიცვათ.
გვარდიოლა? ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და შეიძლება, საუკეთესოც. მის წინაშე ყველა მწვრთნელი რაღაცით ვალშია. მისი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ნამდვილი განსაცდელი იყო.
ჰოლანდი? იმედია, რომ მისი სერია (ავტ: ნორვეგიელს ზედიზედ 11 მატჩში აქვს გატანილი) ჩვენთან მატჩში დასრულდება. საუკეთესოების წინააღმდეგ გვინდა თამაში და ეს განვითარებაში დაგვეხმარება, სწორედ ეს არის ჩვენი ამბიცია. ვეცდებით, რომ ერლინგი ბურთს ხშირად არ შეეხოს, მაგრამ, ვიცით, რომ გოლის გატანა ასეთ შემთხვევაშიც შეუძლია.''
- მარსელინო
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ვილიარეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.