რაჰიმ სტერლინგი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი კარიერას ლონდონის ,,ჩელსიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ,,არისტოკრატების'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 27 წლის შემტევმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა როგორც Transfermarkt-ი იტყობინება, ,,ჩელსიმ'' ინგლისელის სანაცვლოდ 63,7 მილიონი ევრო გადაიხადა. სტერლინგი ,,სიტიში” 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში შემტევმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
A star in LA! 🇺🇸#SterlingIsChelsea pic.twitter.com/kgTYEI3ybn — Chelsea FC (@ChelseaFC) July 13, 2022